სტუმარ-მასპინძლობის გაკვეთილებს „ქართული ოცნებისგან“ არ მივიღებთ- ასე ეხმაურებიან ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ექსპერტები შალვა პაპუაშვილის განცხადებას და ამბობენ, რომ იწონებენ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერის მიღებაზე მოწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში მიაჩნიათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამერიკა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს.