უკრაინაში ბრძოლისას ქართული ლეგიონის წევრის, ზურაბ მოდებაძის თქმით, ბრძოლისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა, რომელიც რუსი სამხედროების ხელში მოხდა.
ჯარისკაცი ყვება, რომ პროკრემლისტურმა მედიამ, რუსეთის პირველმა არხმა, მოდებაძის პირადობის მოწმობა ეთერში აჩვენა და ის სამხედრო ტყვედ გამოაცხადა.
ზურაბ მოდებაძე ამბობს, რომ კარგად არის.
"ამ ვიდეოს ვწერ იმის გამო, რომ ბროძლის დროს დამეკარგა პირადობის მოწმობა და რუსებს ჩაუვარდა ხელში. რუსული ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვარ ტყვედ. კარგად ვარ, არაფერი არ მიჭირს". – ამბობს ზურაბ მოდებაძე.