logo
ENG



ქართული ოცნება - პოლიტსაბჭოზე მაჟორიტარობის კანდიდატების სია დავამტკიცეთ

19 ივლ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 
1y7x5onal5cl4gz.jpg
პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდის პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.
განცხადებასთან ერთად მმართველი გუნდის სხდომის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს.

„პოლიტიკური გაერთიანება 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურიად გახსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

მედიაში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატების სიაც გავრცელდა.

close დახურვა