ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ბიძინა ივანიშვილის ფულის სადარაჯოზე - სანქციების წინაშე მდგარი ოლიგარქის მოკავშირეები აქციებსაც კი აანონსებენ. არაფორმალური მმართველის ორგანიზებული ანტიამერიკული კამპანია სულ უფრო აქტიურდება. ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ ივანიშვილის ფინანსური პრობლემები ომის თავიდან აცილების თემას მიაბა, რაც სრულ აბსურდად შეფასდა. ფორმულა შვეიცარიულ ბანკსაც ეკონტაქტა. ფინანსურმა ორგანიზაციამ პოლიტიკური მოტივაცია სრულად გამორიცხა.