ქართული ოცნება კვლავ უკრაინის წინააღმდეგ. ღარიბაშვილის მორიგი ბრალდება პარტიამ ერთხმად გაიმეორა. უკრაინა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აქტიურად უჭერს მხარს, ივანიშვილის მთავრობამ, პირიქით, ამ პროცესის მოწინააღმდეგედ გამოიყვანა. ქართულმა ოცნებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა საბოტაჟისთვის, რომ ქვეყანას შარშან კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო, შედეგს კი ახლა კიევს აბრალებს.