logo
ENG



ქართული ოცნების დეპუტატი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

08 ივლ 202023:09
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიხეილ გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს ინფორმაციაში.

თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იარაღი ამოიღეს. 

ჩხრეკის ჩატარების მიზეზი მისი ნათესავის, სუროგაციის ცენტრის დირექტორის მარიამ კუკუნაშვილის Facebook პოსტი გახდა, სადაც კუკუნაშვილი გრემელაშვილსცოლ-შვილზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდა. კუკუნაშვილის ინფორმაციით, გრემელაშვილის ქალიშვილმა, მასზე განხორციელებული ძალადობის გამო, ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა.


close დახურვა