logo
ENG



ქართული ოცნების რუსული რიტორიკა

06 აგვ 202221:03
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ქსენოფობებს უწოდებს და ამით, კრემლის ანგარიშსწორების პოტენციურ სამიზნედ აქცევს - ეს ქართული ოცნებაა. აცნობიერებს თუ არა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარი სიტყვების მნიშვნელობას და შედეგს, რომელიც ამ სიტყვებს შეიძლება მოჰყვეს პუტინის რეჟიმის მხრიდან? რუსული მედია მის გამონათქვამებს უკვე ციტირებს. საზოგადოების ნაწილი, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის შესაჩერებლად, სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვს, ხელისუფლება კი ამ მოთხოვნას არაფრად აგდებს და მათ, ვინც ამ საშიშ ტენდენციას საფრთხედ აფასებს, ბანალურად შემუშავებული მესიჯბოქსით - გოიმებს უწოდებს.


close დახურვა