logo
ENG



ჩიხლაძე: კობახიძეს ვდებ ბრალს ქსენოფობიაში და ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციაში

05 აგვ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუს ვიზიტორებს ეხება და ირაკლი კობახიძეს რუსეთთან კოლაბორაციაში ადანაშაულებს. 

"ირაკლი კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომ ის თვითონ არის ქსენოფობი. იმიტომ რომ ქსენოფობია არის როდესაც უკრაინელ დევნილებს გამოყრი თავშესაფრიდან, როდესაც შეუწყვეტ მათ დახმარებას ან მიზერულ დახმარებას მისცემ, რომითაც ვერ იარსებებს. აი, ეს არის ქსენოფობია. ამავე დროს, როდესაც ოკუპანტ, აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს ელაქუცები, რომ მათ ცივი ნიავი არ შეეხოთ, თავიდან ღერი არ ჩამოუვარდეთ და ასე შემდეგ, ეს არის ოკუპანტთან კოლაბორაცია. ამიტომ ირაკლი კობახიძეს ვდებ ბრალს ქსენოფობიაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ოკუპანტთან, რუსეთთან კოლაბორაციაში", - თქვა ჩიხლაძემ.

საუბარია კობახიძის ბოლო დროინდელ განცხადებებზე, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარე საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ გამოესარჩლა, მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას "ქსენოფობები" უწოდა და განაცხადა, რომ "[რუსებისთვის] ვიზების მოთხოვნის უკან დგას ერთი მიზანი - ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში".

 


close დახურვა