logo
ENG



ქართული ოცნების რუსული რიტორიკა - შაბათის ფორმულა

06 მაი 202321:09
3 წუთის საკითხავი
 

ანტიდასავლური, სიძულვილის რიტორიკა ტროლად ქცეული პრემიერმინისტრისგან უკვე საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც ისმის. როგორ ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი და ქართული ოცნება ევროპისგან მტრის ხატის შექმნას, რომელიც მათივე მწირი და ერთფეროვანი ლექსიკის მიხედვით ქართველობას გვართმევს. პრემიერის ეს რიტორიკა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ქართულ ოცნებას რუსული კანონი ჩაუვარდა. სწორედ მას შემდეგ სრულად გადაეწყო მმართველი ძალა, პუტინის პროპაგანდისტულ მოტივებზე. მთავარი რასაც ქართული ოცნება ფსონს წინა საარჩევნოდაც დადებს, სწორედ ეს რიტორიკა იქნება. როგორ, რა სცენარით და ვისი დახმარებით აპირებს ხელისუფლება პროტესტის უფლების აკრძალვას? - ნახეთ შაბათის ფორმულაში.


close დახურვა