logo
ENG



ქართული ოცნების ტრაგედია - შაბათის ფორმულა

10 დეკ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების მტრული და პრორუსული დამოკიდებულება ყველაზე მეტად იმ ქართველ მეომრებს შეურაცხყოფს, რომლებიც ახლა რუსულ ფაშიზმს უკრაინაში ებრძვიან. საპასუხოდ, აგრესიის ზიზღისა და რუსული ნარატივის პარალელურად ქართულმა ოცნებამ წამოწია თემა, რომ სხვა ქვეყანაში მებრძოლებს, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან. ქართული ოცნება ასევე ავრცელებს მტკიცებულებისგან დაცლილ რიტორიკას - თითქოს ქართველები უკრაინაში საომრად პარტიული ინტერესით მიდიან. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ომში მყოფ მოძმე ერს, 24 თებერვლიდან მხოლოდ მუქარისა და შანტაჟის ტონით ელაპარაკება, არ ერიდება შეურაცხყოს ქართველი გმირების ხსოვნა და ფრონტზე მყოფი მეომრები დააკნინოს ყველა ბინძური და უარგუმენტო მეთოდით. რას ფიქრობენ და რა პოზიცია აქვთ ოლიგარქის პირადი პრემიერმინისტრის  განცხადებებზე - შაბათის ფორმულას რეპორტაჟში თავად მეომრები ილაპარაკებენ. 

 


close დახურვა