logo
ENG



ქართული ოცნების ღონისძიებაზე მყოფთა ნაწილმა არ იცოდა, რატომ მივიდა აქციაზე

14 დეკ 201919:29
3 წუთის საკითხავი
 
4wq8tpl9zkmz49g.jpg

"ქართულ ოცნებას" დღეს სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული. ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით პარტიის აქტივისტები და საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს. ბევრი საკუთარ სამუშაო ადგილს მალავდა, ბევრმა კი დაზუსტებით არ იცოდა, რატომ ჩამოვიდა დედაქალაქში.

ზეიმის ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იყო, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში ყველა თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" დღევანდელი აქციით ძალის დემონსტრირებას შეეცადა. სახალხო დამცველი კი მოქალაქეების დაშინებასა და იძულებაზე საუბრობს და საკითხის გამოძიებას ითხოვს. 


close დახურვა