logo
ENG



ქართული საგანძურის რუსი სპეციალისტები - დროება

08 ოქტ 202320:16
3 წუთის საკითხავი
 

მიმდინარე წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტროს ინიციატივით ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა. ეს ძალიან კარგი ამბავია, ლაბორატორია საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ ამა თუ იმ არტისტის ნამუშევრების ავთენტურობა. ლაბორატორიის გახსნას თავად მინისტრი წულუკიანი ესწრებოდა, ის მინისტრი, რომელმაც საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა და რომელიც ისტორიულ შენობას დანგრევას უპირებს. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები გაათავისუფლა, თუმცა სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეები დაასაქმა - ახალ ლაბორატორიაში რუსეთის ორი მოქალაქე მუშაობს, რომლებსაც საქართველოს ეროვნულ საგანძურთან პირდაპირი წვდომა აქვთ. რატომ და როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ეროვნულ მუზეუმში და რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მათი იქ მუშაობა - დეტალები დროების სიუჟეტში.


close დახურვა