logo
ENG



ქართული ღვინო - რუსული ბაზრის მძევალი

03 მარ 202320:35
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ უფრო ახლოს რუსეთთან, ამჯერად ეკონომიკური ასპექტით. რატომ ვერ გამოიტანეს დასკვნა ქართველმა მეღვინეებმა იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მოსკოვმა 2006 წელს უჩვენა. მაშინ მეღვინეებმა მილიონობით ლარის ზარალი ნახეს. ირკვევა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძირითადად მსხვილმა საწარმოებმა ღვინის ექსპორტი რუსეთში გადაიტანეს. საგანგაშოა იანვრის მაჩვენებელი. ქართული ღვინის ექსპორტის 75% სწორედ რუსეთზე მოდის. სპეციალისტები უსაფრთხოების იმ რისკებზე ლაპარაკობენ, რომელიც რუსულ ბაზარზე ქვეყნის მიბმას მოაქვს. 

 


close დახურვა