logo
ENG



ქართულმა ოცნებამ 14 დეკემბერს ახალგაზრდების მასშტაბური შეკრება დააანონსა

06 დეკ 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
u2svrpuyqo6ydmd.jpg

საპროტესტო აქციებს კუნთების თამაშს უპირისპირებს ქართული ოცნება. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ 14 დეკემბერს ახალგაზრდების მასშტაბური შეკრება დააანონსა. კვირის დასაწყისში საზოგადოებამ უკვე ნახა, როგორ გადაიზარდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმაში ოცნების პარტაქტივის აქცია. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი თბილისში მხარდამჭერების შეკრებას პოლიტიკური რეპრესიებითა და შანტაჟით ახორციელებს, ემუქრებიან სიპებსა და აიპებში დასაქმებულებს. ამ სრულიად არაევროპული მეთოდებით „ქართული ოცნება“ ოფიციალური ვერსიით ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას აორგანიზებს.

 


close დახურვა