ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ისინი თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაასახელა.
მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასეთია:
- ვაკე - გიორგი ტყემალაძე
- სამგორი - რევაზ სოხაძე
- ისანი - კახა ლაბუჩიძე
- მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე
- ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე
- გლდანი - კონსტანტინე ზარნაძე
- დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი
- კრწანისი - ლევან ჯაფარიძე
- საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე
- ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე
"ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი მიზანი - ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანთან მივიდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალშიც შევქმნით თბილისისა და თბილისელებისთვის. ამ შრომატევად საქმეში განსაკუთრებულ როლს სწორედ მაჟორიტარი დეპუტატები ასრულებენ და მათი ფუნქცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება", - თქვა კალაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქრომბერს გაიმართება.