logo
ENG



ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება

04 აგვ 202310:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/ckh7gc417z427yd.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან.

მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

"ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და მაშველების ჩართულობით. ამ მომენტისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. პროცესი გრძელდება"- თქვა ქარსელაძემ. 

ვერტმფრენმა შოვში მუშობა დღეს დილას განაახლა. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა