ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ბრალი წარუდგინეს. ქაცარავას სტატუსიდან ირკვევა, რომ მას 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს ბრალი.
„ჩემო მეგობრებო!
ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე.
მას შემდეგ გავიდა 5 თვე.
გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს "საგამოძიებო მოქმედებაზე" იგივე ამოცნობაზე.
რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე.
საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1.
ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც.
მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას“, - წერს ქაცარავა.