![ქედაში მანქანა გზიდან ხევში გადავარდა - დაიღუპა 1 ადამიანი](/uploads/news/police23.jpg)
ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზიდან ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.