აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციამ 1 ადამიანი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
უწყების განცხადებით, 1994 წელს დაბადებულმა ადამიანმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ძალადობრივად სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობს.
დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 10-დან 13 წლამდე ვადით ემუქრება.