logo
ENG



ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

23 იან 202009:03
3 წუთის საკითხავი
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში იმყოფება.

ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

ციხელაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხი განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრო. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ შექმნილ მძიმე ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. 

„გვქონდა ომხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. განვიხილეთ ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა ძირითადი ასპექტი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.


close დახურვა