რატომ არ მიაქცია ხელისუფლებამ ყურადღება ქვათაცვენას ავჭალა-დიდუბის ტერიტორიაზე. დღეს იქ, სარკინიგზო მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. ლიანდაგი ქვის მასამ ჩახერგა. შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, მაგრამ განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია. ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის და ისრები საქართველოს რკინიგზისკენ გადააქვს.