logo
ENG



ქვეყანაში 18 ლაბორატორიაა, დღეში 1 500-მდე ადამიანს უტარდება ტესტირება - გამყრელიძე

11 ივნ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც კოვიდ 19-ის შესაძლო შემთხვევების ტესტირება ტარდება. 

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირება უტარდება ყველა მიზნობრივ ჯგუფს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. მისივე თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქტიურად იტესტებიან ტრაილერის მძღოლები, ხოლო უახლოეს დღეებში გამოვა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც შესამწმებელ ადამიანთა წრე გაზრდილი და განსაზღვრული იქნება. 

"ამ ზაფხულის განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევა, სადაც ვირუსის სიმპტომები ჩნდება, რომ არ გაგვეპაროს კოვიდი, უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება კოვიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ეჭვი უნდა მივიტანოთ თუ ეს სიმპტომები და ყველა უნდა გავიტესტოთ. დღეს ჩვენ გავაფართოვეთ ტესტირების ადგილები, ანუ 18 ლაბორატორია აკეთებს დღეს საქართველოში ტესტირებას. ტესტირების საშუალო, დღიური მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 1 500-ზე აყვანილი, მაგრამ გვაქვს საშუალება 4 500-ზე ავიყვანოთ ამ 18 ლაბორატორიაში და შემდგომ დამატებულ კიდევ 6 ლაბორატორიაში, ავიყვანოთ ტესტირების მაჩვენებლები. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დამატებით პროგრამაზე ინვესტირების, რომ უკვე შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში ავიდეთ უფრო მეტ შედეგზე. ტესტირების მოექცევიან მთელი რიგი ჯგუფები, გარდა ამ შესაძლო შემთხვევებისა. აუცილებლად იტესტებიან ჩემი კოლეგები, ხოლო ორშაბათიდან კვირაში ერთხელ ტესტირებაზე გადავდივართ. ვტესტავთ ასევე კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს. ასევე მიმდინარეობს ტრაილერების მძღოლების ტესტირება. ასევე მალე გამოვა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა იმ ადამიანთა ჯგუფი ვინც აუცილებლად უნდა გაიტესტოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


close დახურვა