ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ეროვნული უსაფრთხოების სხდომაზე განაცხადეს.
საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს დაეთმო. ამასთანავე, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას პირველივე დღიდან მიჰყვება და გადაწყვეტილებასაც მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 პირი.