logo
ENG



ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან

08 ივლ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ უხსნიან. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილია, კერძოდ: 

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი და უნგრეთი.

პრემიერის მრჩეველის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საზღვრების გახსნის საკითხზე მომუშავე კომისია.

ევროკავშირის სამ ქვეყანაში კი ვიზიტის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა, ესენია:კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის  განცხადებით, აღნიშნული ქვეყნები სწორედ სავალდებულო კარანტინის დათქმით ხსნიან საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

ქვეყნების სია, რომლებსაც საქართველო უპირობოდ უხსნის საზღვრებს, იხილეთ აქ.


close დახურვა