ქვიშის მოჭიდავეთა თამაშები გრძელდება. ამჯერად ჩემპიონი დავით ხუციშვილი გახდა. ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია დაეუფლა.
ხუციშვილმა 80 კგ. წონით კატეგორიაში ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. ფინალში კი აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. 90 კგ. წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე მამუკა კორძაია ავიდა. კორძაიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მეტოქის დამარცხება შეძლო და ქვიშის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველომ 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივე მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა.