რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელის პროკურატურაში გამოკითხვა დროში ემთხვევა პროტესტს, რომელსაც გოფოძეც უერთდება.
მედპერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის პროცესს აპროტესტებს. ისინი ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაცია ისე ჩატარდეს, რომ ექიმებმა მუშაობის გაგრძელება შეძლონ.
რეანიმატოლოგი, გიორგი დუნდუა ამბობს, რომ გოთუას გამოკითხვა "არასასიამოვნო ფაქტია", რადგანაც პროტესტის მიმდინარეობას ემთხვევა. ქირურგი მალხაზ გოგუა აღნიშნავს, რომ გოთუას არ აქვს ბერკეტი, მათზე გავლენა მოახდინოს.
"რომ გვითხრას დაიშალეთ, არ დავიშლებით. არც გვეტყვის, რადგანაც ისიც იზიარებს ამ ჩვენს პოზიციას. ისე გამოჩნდა, რომ ფრთხილად იყავით? თუმცა გადაწყვეტით ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან ცუდად დაემთხვა დროში", - აღნიშნავს ექიმი.
4 აპრილს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ ფორმულას უთხრა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძე პასუხობს: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლაშა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გამოკითხვის დეტალები არ იცის.