ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.