ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. სოფელ გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში გადაადგილების კონტროლი გამკაცრებულია.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხდებს, უკვე გამოიკვეთა 305 პირი, რომელსაც ე.წ. ქობულეთის კლასტერთან ჰქონდა კონტაქტი და დანარჩენების დადგენაც მიმდინარეობს.
ასევე მუნიციპალიტეტში 1 607 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან 13 კი ოჯახის ექიმისა და ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.