logo
ENG



ქობულეთში 20 წლის კაცის ცხედარი ტყეში დამარხული იპოვეს - შაბათის ფორმულა

03 ივნ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

მკვლელობა სოფელ ლეღვაში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი] - 20 წლის კაცის დასახიჩრებული ცხედარი, ტყეში დამარხული ძაღლებმა იპოვეს. შემთხვევა მკვლელობაში ბრალდებულის სახლში მოხდა, რომელმაც თანატოლი სასტიკად სცემა, დაასახიჩრა და მოკლა. ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო ორი ახალგაზრდაც, რომლებიც ბრალდებულს ცხედრის გადამალვაში დაეხმარნენ. არსებული ინფორმაციით, მოკლულის ცხედარი ბრალდებულის მანქანის საბარგულით, ტყეში წაიღეს და დამარხეს. ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულიც და თანატოლებიც სახლში დაბრუნდნენ. მეორე დილით მკვლელობა ბრალდებულმა კაცმა ქვეყანა დატოვა. რა გახდა მძიმე დანაშაულის მოტივი - სოფელ ლეღვაში არავინ იცის. აიყვანეს ბრალდებულის მამაც, რომელსაც  გამოძიება დანაშაულის დაფარვას, და მოწმეებზე ზეწოლას ედავება. ჯამში ამ დანაშაულის საქმეზე, 3 პირია პასუხისგებაში მიცემული. მკვლელობაში ბრალდებული ლონდონში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. 


close დახურვა