შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ..ბ დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, 1994 წელს დაბადებული ს.ტ. იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", – წერს შსს.
გამოძიება სსსკ–ის 18–108–ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.