logo
ENG



ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს

04 აგვ 202419:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/04/33hu7fq7d7lpbu6.jpg

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ცნობილია, სავარაუდო, ბრალდებული დაკავებულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 


close დახურვა