logo
ENG



ქორეპისკოპოსს რაღაც ძალიან ცუდს უზამენ - მამალაძე მეუფე იაკობზე

26 ოქტ 201919:49
3 წუთის საკითხავი
 
7ierbrypekubejh.jpg

იაკობი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ჩემი ძმის საქმეში და შემდეგ საცვალივით გადააგდო, ბოღმას ვერაფერს უხერხებს - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში. 

როგორც მამალაძე წერს, მეუფე იაკობს სიმთვრალე აძლევს გამბედაობას ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი იპრუტუნოს და მის ყოფილ პატრონ ოლიგარქს დედაც კი აგინოს პირდაპირ ეთერში.

"მისი ამ საქციელის მთავარი მოტივი კი, შემდეგია: ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ, რა თქმა უნდა, მოატყუეს. ამასთან, ძალიან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ. მან ხომ ბევრი იცის ყველა ამ დანაშაულის და დამნაშავეების შესახებ. ამის ძალიან ეშინია. დააკვირდით რამდენჯერ თქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს დაიწყებენო... ხო და ერთადერთი რაც დარჩენია არის ის, რომ პატრიარქს შეუქმნას განცდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაიცვას მკვლელობის თუ ტახტიდან ჩამოგდების საფრთხისგან და ამით პატრიარქის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვათაშორის უჭკუო ტაქტიკა არ არის მისი მხრიდან, ვინაიდან ილია მეორეს ძალიან, ძალიან სჯერა მის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების თეორიების. თუმცა იაკობი ვერ აცნობიერებს ერთ უტყუარ ფაქტს, რომ პატრიარქის მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს, ვინაიდან დღეს უკვე მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ",- წერს თორნიკე მამალაძე.


close დახურვა