სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე 2 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა გამოართვერს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს.