ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე - აქტივისტებმა სასულიერო პირების განცხადებები გააპროტესტეს.
მათი თქმით, ანტისემიტური განცხადებები მხოლოდ რუსეთისთვის არის ხელსაყრელი.
აქციის მონაწილეებისვე განცხადებით, მათი მიზანია, ყველას აჩვენონ, რომ რამდენიმე ადამიანის პოზიცია არ გამოხატავს მთელი ქუთაისის აზრს.
მათ გაიხსენეს ქუთაისელი მეცნიერი, ქიმიკოსი და პუბლიცისტი საბა კლდიაშვილი, რომელმაც ებრაელთა ოჯახის გადასარჩენად სიცოცხლე გასწირა და თქვეს, რომ საბა კლდიაშვილის ქალაქი ვერ მოითმენს ანტისემიტიზმს.
"ქუთისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი. ეს ქალაქი არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ქართველები და ებრაელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ გამოხტომებზე ყოველთვის ადეკვატური და დროული პასუხი უნდა გასცეს". - თქვა აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ.
ორშაბათს, 4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა.
ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.
ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის.
სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები.