logo
ENG



ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 სექ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებს შორის დირექტორი და მისი მოადგილე არიან.

როგორც "ფორმულას" დირექტორის მოადგილემ უთხრა, პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობლი. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა