ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების შემოწმება გრძელდება. ვითარებას ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი გაეცნო.
მამუკა ჯანგულაშვილმა საკარანტინო სივრცეები დაათვალიერა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გაამკაცრა.