logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

20 აპრ 202016:41
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.

პაციენტებს შორის ერთი არასრულწლოვანია, მათ კლინიკა დღეს დატოვეს. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტია გამოჯანმრთელებული. ერთი მამაკაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაეწერება. კლინიკაში მისი განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან. ამ დროისთვის საავადმყოფოში 22 პაციენტია მოთავსებული.


close დახურვა