logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა

20 მარ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 6 პაციენტის პასუხები უკვე ცნობილია.

ნადირაძის თქმით, აღნიშნულ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. მისივე განცხადებით, კიდევ 3 პაციენტს ანალიზებს დღეს აუღებენ, პასუხები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

"გუშინ დღის განმავლობაში გამოვიკვლიეთ 6 პაციენტი. ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. ღამის საათებში მივიღეთ კიდევ 3 პაციენტი გამოსაკვლევად. ალბათ დღის პირველ ნახევარში დამატება კიდევ რამდენიმე პაციენტი და უკვე საღამოს 5 საათისთვის გამოვიკვლევთ მათ, ხოლო 7-8 საათში უკვე პასუხი გვექნება. ქუთაისში გაიხსნა ლაბორატორია და ეს საქმეს გვიადვილებს, დღეს მოხდება ამ 6 პაციენტის გადახარისხება. ვისაც რაიმე ჩივილები აქვს დარჩებიან ჩვენთან, ხოლო დანარჩენები ან კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადავლენ", - აღნიშნა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ კარანტინში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იმყოფება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად COVID-19-ით ინფიცირების სულ 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.


close დახურვა