ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს კიდევ ერთი პაციენტი დაემატა. ის წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს. კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის 3 წლის შვილს კი კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 26 ინფიცირებული პაციენტია, აქედან 12 პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„27 პაციენტი გვყავს, ამჟამად 26 დადასტურებული. 1 ბავშვი იყო კვლევაზე, ჩვენთან მწოლიარე პაციენტის ოჯახს უკავშირდებოდა, კონტაქტები დადგენილი იყო. იქ უარყოფითი არის პასუხი კორონავირუსზე. რაც შეეხება დანარჩენებს, ერთი ახალი გვყავს, როგორც ვიცი, თურქეთის ისტორია არის. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილიებელია და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გაუარესება არცეთის არ გვაქვს, დინამიკა უკეთესობისკენ მიდის, მძიმე პაციენტები გადავიდა საშუალო კატეგორიაში“, - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.