logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული

28 მარ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. ერთის დიაგნოზი წუხელ გახდა ცნობილი.

72 წლის მამაკაცი ესპანეთიდან ოჯახთან ერთად 20 მარტს ჩამოვიდა და საზღვარი საკუთარი ავტომობილით გადმოკვეთა. უცნობია, რატომ არ გადაიყვანეს ისინი საკარანტინო ზონაში.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამბობს, რომ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცს, რომელმაც კლინიკას გუშინ მაღალი ტემპერატურით მიაკითხა, ორმხრივი პნევმონია აქვს.

შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა. ქუთაისის ინფექციურში, ამ დროისათვის კიდევ 2 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. 


close დახურვა