logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სტაციონარში 16 პირი იმყოფება

17 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერა ჯერჯერობით არ იგეგმება. როგორც ინფექციური სავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პირს ანმეორებით ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტი და მის პასუხებს ლუარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, მთავარი ექიმის თქმით, ახლა სტაციონარში 16 პაციენტი  იმყოფება, აქედან 6 პაციენტის პასუხებს დღეს ელოდებიან.

„გუშინ ღამის საათებში შემოსული არის 6 ახალი პაციენტი, ეს არის კარანტინის ზონიდან სამი პაციენტი, 1 თვითმომართვით 2 რაიონებიდან გადმოიყვანა სასწრაფომ. ექვსივეს აუღებენ ანალიზებს და საღამოს მოგვიანებით პასუხი გვექნება“,-განაცხადა თემურ ნადირაძემ.

შინაგან საქმეთა სამონისტროოს თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იძულებით კარანტინში კიდევ 8 პირი გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 1008 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ამ მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ 19-ის 34 შემთხევეა ფიქსირდება.

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 


close დახურვა