ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული 5 პასუხი უარყოფითია. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დროისთვის საავადმყოფოში არც ერთი ახალი პაციენტი არ შემოსულა.
„კვლევა გვიან ღამით მივიღეთ - ხუთივე უარყოფითია. დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია. დასავლეთში 80% ჩვენს კლინიკაში იქნა გამოკვლეული, თუმცა დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს", - ამბობს თეიმურაზ ნადირაძე.
დღემდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირისი არავის დადასტურებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მარნეული და ბოლნისი კარანტინშია მოქცეული.