კორორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვავა გამოვლინდა ქუთაიში. covid-19 63 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელიბის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ეპიდემიოლოგები იმფიცირების შესაძლო წყაროს ადგენენ.
ეს ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების მე-6 ფაქტია. ორი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. ერთმა პაციენტმა, შესაძლოა რამდენიმე დღეში კლინიკა დატოვოს. დღეს მას პირველი საკონტროლო ტესტი გაუკეთდება.
როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს
„ექვსი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ერთი წუხელ ღამით მივიღეთ. ქალბატონი 63 წლის. მოგზაურობასთან დაკავშირებით არაფერს გვეუბნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური სამსახურის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს დაადგენენ. საშუალო სიმძიმის პაციენტია“, - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 188 პირს დაუდასტურდა. აქედან, 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 056 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტი.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.