logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში ვირუსის სიმპტომებით 8 პაციენტია მოთავსებული

26 მარ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომებით 8 პაციენტია მოთავსებული.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათგან 3-ის ანალიზების პასუხს დღეს ელოდებიან, ხუთს კი ანალიზს დღეს აუღებენ.

ნადირაძის ინფორმაციით, ყველას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და ისინი საავადმყოფოში საკარანტინო ზონებიდან გადმოიყვანეს. ვირუსის სიმპტომების მიუხედავად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სტაციონარში გვიწევს 8 პაციენტი კოვიდ-19-ზე გამოსაკვლევი. დღის ბოლომდე რვავე პაციენტის პასუხები გვეცოდინება. ძირითად ყველანი არიან საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილები. კერძოდ კი საირმედან და წყალტუბოდან. მათ ჰქონდათ ან მოგზაურობის ისტორია ან ჩამოსულ სტუმართან, ოჯახის წევრთან უშუალო კონტაქტი", - ამბობს ნადირაძე. 

პანდემიის გამოცხადებიდან ამ დრომდე, ქუთაისის კლინიკაში 150-მდე ანალიზი აიღეს და ყველა უარყოფითია. 

 


close დახურვა