logo
ENG



ქუთაისის სამოქალაქო თეატრი - დროება

12 ნოე 202321:10
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის სამოქალაქო თეატრის სპექტაკლები უბილეთოდ და უსასყიდლოდ. ღირებულებებისა და ფასეულობების ხალხური თეატრი, სადაც მთავარი მოქალაქეა, ამასთანავე მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რეფლექსია მიმდინარე მოვლენებზე. ამ წამოწყების კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი ღირსებაა - სურვილი არ დანებდე და თუ სისტემა შენს წინააღმდეგაა, სისტემის წინააღმდეგ მოქმედების ეფექტური გზა იპოვო. სამოყვარულო თეატრის დასის უმეტესობა ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ქუთაისელები არიან. წლების წინ მათ საკუთარივე ქალაქის გადასარჩენად ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზეც ნახავდით. მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი და საპარლამენტო ცხოვრება ქუთაისს მაინც წაართვა, თან ისე რომ ალტერნატიული შეთავაზება არც გაუკეთებია. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სამსახურებიდანაც გაათავისუფლა, სამაგიეროდ გააძლიერა და ახალი წამოწყებების ძალაც მისცა. კლასიკური, ტრადიციული, მოჩუქურთმებული თეატრის ნაცვლად, სამოქალაქო თეატრი მუდმივ მისამართს ეძებს, მაგრამ ამბიციური ზრახვები აქვს და უნდა სპექტაკლები მომავალში ქალაქში ღია ცის ქვეშ ითამაშოს.


close დახურვა