logo
ENG



ქუთაისის ცხელების ცენტრში 3 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

30 აპრ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. 25 წლის ქალი ქუთაისის ცხელების ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რუხის საავადმყოფოდან მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადმოიყვანა.

პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის. კორონავირუსზე ასევე უარყოფითია ცხელების ცენტრში მყოფი 4 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. პაციენტები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სახლებიდან ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღის განმავლობაში შემოიყვანეს. 


close დახურვა