ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი ჩამოწყდა.
არსებული ინფორმაციით, ლიფტის კაბინა მე-12 სართულიდან ჩამოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა.
ლიფტში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვი. ისინი არ დაშავებულან. ადგილობრივების თქმით, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.