ქუთაისის კლინიკა ბომონდში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირებული 13 ორსული შეიყვანეს. კლინიკაში ჯამში 40 ორსული მკურნალობს. ბომონდის ექიმმა ფორმულას განუცხადა, რომ მათ კოვიდცენტრში, ასევე, ინფიცირებული 12 დღის ჩვილიც შეიყვანეს.
"შემოიყვანეს 13 ორსული. ისინი იმერეთის რეგიონის მასშტაბით იყვნენ. კოვიდდადასტურებული იყო აბსოლუტურად ყველა მათგანი. მძიმედ არცერთი არ არის, ნორმალურია ჩვილის მდგომარეობაც", - განაცხადა კლინიკა ბომონდის მეან გინეკოლოგმა გიორგი სხილაძემ.
19 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან თბილისში 1 256, აჭარაში - 664, იმერეთში კი - 538 დადასტურდა, 2 409 პირი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.