logo
ENG



ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

14 ივნ 202316:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს, გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა

გრიგოლ ნარსია საქართველოს ბანკს თავს 2022 წლის 20 სექტემბერს დაესხა და მძევლად 14 ადამიანი აიყვანა. ვრცელდებოდა ვიდეოები სადაც ჩანდა, როგორ ეკონტაქტებოდა ის სამართალდამცველებსა და ჟურნალისტებს მძევლების დახმარებით.

მოგვიანებით შაბათის ფორმულამ საქმეზე დეტალები გაარკვია - 37 წლის გრიგოლ ნარსიას, დაცვის პოლიციის, შემდგომში კი გეგუთის ციხის თანამშრომლის ტყვეობაში მძევლები 9 საათი იყოფებოდნენ, ის 2 მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდა.

ადვოკატი ამბობდა, რომ დაკავების დროს, პოლიციელებმა გრიგოლ ნარსიაზე ფიზიკურად იძალადეს. ადვოკატის ინფორმაციით, გრიგოლ ნარსიამ ყაჩაღობის გამართლება შვილის ავადმყოფობით სცადა.


close დახურვა