ქუთაისში კორონავირუსით ერთი თვის ტყუპი გარდაიცვალა. ისინი კლინიკა ბომონდში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ტყუპები კლინიკაში აგვისტოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც დედას 28-ე კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ქალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
როგორც ბომონდის ჩვილთა რეანიმაციის ხელმძღვანელი ფორმულასთან ამბობდა, ჩვილების მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო.